ჩვენს შესახებ

    21-ე საუკუნეში კაცობრიობის კეთილდღეობა დამოკიდებულია სურსათის წარმოების მდგრად განვითარებაზე. თანამედროვე, მაღალეფექტური ბიოსტიმულატორები, პესტიციდები და სასუქები  სოფლის მეურნეობაში იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რათა გადაიჭრას ახალი გამოწვევები .ჩვენი კომპანია დაარსებულია ევროკავშირელი პარტნიორების მონაწილეობით და ტექნიკური დახმარებით. ჩვენ ბუნებისგან აღებულ სამეცნიერო ცოდნას გარდავქმით საწარმოო პროცესებად და ახალ ინოვაციურ პროდუქტებად. წარმოებული მწვანე "აგროქიმიკატები" შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ისინი შედგება ბიოლოგიურად აქტიური ბიომოლეკულებისაგან, რომლებიც მიღებულია მცენარეული ნედლეულისაგან და მაღალხარისხოვანი  უსაფრთხო ქიმიკატებისაგან . ჩვენს საწარმოში, ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებიდან, ნედლეულის მოწოდების მყარ ბაზაზე დაყრდნობით, სუფთა ტექნოლოგიებით მზადდება ბიომოლეკულები, რომელიც ზრდის მოსავლიანობას, აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს და სრულად აკმაყოფილებს სპეციალიზირებულ მოწინავე ფერმერების მზარდ მოთხოვნებს.ამგვარად გვჯერა, რომ ამ გზით შესაძლებელია ბუნების დაუზიანებლად და ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით, მწვანე აგრობიზნესის განვითარება.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მიდგომა ხელს შეგვიწყობს და დაგვეხმარება მომავალ თაობებს შევუქმნათ უკეთესი სამყარო და ასევე, უზრუნველყოფს კომპანიის მყარ და გრძელვადიან განვითარებას.

 

 

 
                                
        

კომპანია " სანათური ორგანიკ"-ის დამფუძნებელი ,

ბიოლოგიის დოქტორი - ნოდარ მინდიაშვილი