კოლორინგი
კოლორინგი   კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი მოქმედი ნივთიერება: უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტი პრეპარატული ფორმა:სითხე მწარმოებელი:“შპს სანათური ორგანიკ“ საქართველო     კოლორინგი – თხევადი სასუქი შედგება ბიოპოლიმერების, კარბოჰიდრატების,  და უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტებისაგან, რომლებიც  ხელს უწყობს ნაყოფის ხარისხობრივი პარამეტრების,(გემო,ფერი,ზომა) გაუმჯობესებას ნაყოფის ნაადრევი ცვენის შეჩერებას, ადრეული ყვავილობის გადაწევას; მოქმედების მექანიზმი:         ბიომოლეკულები:     ნაყოფის ზომის გაზრდის, შეფერილობისა და გემოვნური თვისებების გაუმჯობესების ბიოსტიმულატორი „კოლორინგი“ არ შეიცავს სინთეტიკურ ჰორმონებს. ზრდის ნაყოფის ზომას უჯრედების დაყოფის სტიმულირების ხარჯზე, ხელს უწყობს უფრო ადრეული პროდუქციის მიღებას, ამაღლებს მცენარის უნარს უფრო ადრეულ ასაკში მოგვცეს ნაყოფი, ზრდის პროდუქციის საგემოვნო თვისებებს, ათანაბრებს ნაყოფთა ზომას, ნაყოფს ხდის ერთნაირად მსხვილს. ინოვაციური პრეპარატი მზადდება მცენარეული ნადლეულისაგან და შედგება: ნუკლეოტიდებისაგან და სხვა ბიოაქტიურ კარბოჰიდრატებისაგან რომლებიც ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას, ააქტიურებს ყველაზე მნიშვნელოვან მეტაბოლურ რეაქციებს და ამით საშუალებას აძლევს უჯრედს უფრო ადვილად გადაიტანოს სხვადასხვა სახის სტრესები;  საკმაოდ ხშირად მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ზრდიან შედარებით იაფფასიანი აზოტოვანი სასუქების შეტანის ნორმებს (კალიუმიან და ფოსფორიან სასუქებთან შედარებით), რაც იწვევს უჯრედების ზომის და არა მათი რაოდენობის ზრდას. ამასთან იზრდება მათი დაწყლიანება, უჯრედების კედლები თხელდება, რაც იწვევს საგემოვნო თვისებების დაკარგვას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ნაყოფის შენახვადობისა და ტრანსპორტაბელურობის გაუარესებას.  პრეპარატი „კოლორინგ“-თი დამუშავებები საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ნაყოფის ზომები ბუნებრივად ისე, რომ არ შევამციროთ საგემოვნო  და ტექნოლოგიური თვისებები. პრეპარატი ასტიმულირებს უჯრედების დაყოფის სიჩქარის ზრდას, ახალი უჯრედების გაჩენას ნასკვის წარმოქმნის შემდგომ და ნაყოფის აქტიური ზრდის პერიოდში, რაც იწვევს უჯრედების რაოდენობისა  და შესაბამისად ნაყოფის ზომის ზრდას. მიზეზები, რის გამოც არ წითლდება ტომატი ან წიწაკა,  არ მწიფდება ყურძენი ან ვაშლი, საკმარისად ბევრია და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია. პრაქტიკაში ეს შეიძლება იყოს ჯიშის ან ჰიბრიდის თავისებურებები, კლიმატური ფაქტორები, გადაჭარბებული აზოტოვანი კვება დაბალანსებული აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი კვების მაგივრად. სტიმულატორი „კოლორინგის“-ს განმასხვავებელი თავისებურებებია: შეფერილობის გაძლიერება  (ნაყოფისა და ყვავილის); შენახვადობისა და ტრანსპორტაბელურობის გაზრდა; ნაყოფში შაქრის კონცენტრაციის ზრდა (Brix);  ნაყოფის ქსოვილთა სტრუქტურის გამყარება; მშრალი ნივთიერებებისა და C ვიტამინის შემცველობის ზრდა; უფრო ადრეული მოსავლის მიღება. პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ააქტიურებს პიგმენტების, ხსნადი შაქრებისა და პექტინების ბიოსინთეზს. სტრესულ სიტუაციებში (დაბალი ტემპერატურები, გვალვა, მაღალი ტენიანობა) პრეპარატით დამუშავება ხელს უწყობს პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებას.  გამოიყენება ნაყოფის გაზრდის დასკვნით სტადიაზე .   რატომ ცვივა  ნაყოფი ხიდან - ბევრი მებაღისათვის მტკივნეული საკითხია. ამ ბუნებრივ მოვლენას აქვს ბევრი საფუძველი.  ადრეული ცვენის მიზეზებია: კალიუმის ნაკლებობა. ამ ელემენტის მიმართ ეს ხე ძალზე მგძნობიარეა. სწორედ ამიტომ აუცილებელია მის კალიუმიანი პრეპარატებით კვება. ეს ქმედება არა მარტო დაგვეხმარება ადრეული ცვენის თავიდან აცილებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს უკეთესად გადავიტანოთ ზამთარი. ყვავილების არასაკმარისი დამტვერვა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც ძალზე ხშირად შეიძლება გამოიწვიოს დაუმწიფებელი ვაშლის ცვენა. რა უნდა ვქნათ? ბაღის გაშენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ვაშლი არის ჯვარედინადდამტვერვადი კულტურა და მისი კარგი ზრდისათვის აუცილებელია მეზობლების დამტვერვა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვაშლს სტუმრობდეს ისეთი სასარგებლო მწერები, როგორიცა პეპელა, კელა, ფუტკარი და სხვა. ისინი იკვებებიან ნექტარით და პარალელურად მცენარისათვის მოაქვთ სარგებლობა. ამიტომ ბაღის შესხურებისას  უნდა ფრთხილად მოვეპყროთ მის პროდუქტიულ ბინადართ.ამასთან ყვავილობის ფაზაში შეგვიძლია გამოვიყენოთ გამონასკვის მასტიმულირებელი პრეპარატი „ სი“.   ხის ასაკი. ზრდის პროცესები ნელდება და ხეს უბრალოდ აღარ შეუძლია ყველა წარმოქმნილი ნაყოფის გამოკვება. სწორედ ამიტომ ვაშლი ცვივა ხეებიდან და ვერ მწიფდება სასურველ მდგომარეობამდე. ასეთ პრობლემას რომ არ შევეჩეხოთ, აუცილებელია სწორად მოვუაროთ და გავსხლათ ტოტები.  წყლის ნაკლებობა ან სიჭარბე. მცირედი რწყვისას უწყლოდ პირველ რიგში რჩება ნაყოფი. ხე მიზნმიმართულად უწყვეტს მათ კვებას, რათა გამოკვებოს ფოთლები. ერთადერთი, რისი საშუალებაც რჩება ვაშლის ხეს, რათა გადარჩეს, ზედმეტი ნაყოფის ჩამოყრაა. ზედმეტი ტენის არსებობისას, ზიანდება ფესვები, ისინი განიცდიან ჟანგბადის ნაკლებობას და არ შეუძლიათ აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება.   მსხვილი ნაყოფი. ხდება, რომ ნაყოფების დამწიფება მიმდინარეობს არათანაბრად, ანუ 50%-მა დააგროვა წონა და ცვივა, ხოლო დანარჩენები ტოტებზე რჩება ჯერ კიდევ პატარა და მოუმწიფებელი. ეს ნიშნავს, რომ ხეს არ ყოფნის ძალები გამოკვებოს ყველა წარმოქმნილი ნაყოფი. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატები.   არასწორი მოვლა. ძალზე ხშირად გამოუცდელი მებაღეები ხის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაძლიერებულად ხმარობენ სასუქს, თუმცა ეს ქმედება ძალზე უარყოფითად მოქმედებს მცენარის ცხოველქმედებაზე. მაგალითად, აზოტოვანი სასუქების სიჭარბე აძლიერებს ზრდას, მაგრამ ანელებს ყვავილის კვირტების ჩამოყალიბებას. როგორც შედეგი, ხეს მოგვიანებით გამოაქვს ნაყოფი და ირღვევა ვეგეტაციის მთელი პროცესი.    რატომ ცვივა ვაშლი და მსხალი ივნისა და ივლისში? ივნისში ეს მოვლენა მიუთითებს იმას, რომ  ხე ემზადება ვეგეტაციის პერიოდისათვის და ყრის ზედმეტ ნაყოფს, რომელთა ნორმალურად გამოკვებაც მას უბრალოდ არ შეუძლია.  ამგვარად ის იმსუბუქებს საქმეს და ათავისუფლებს ზროს ზედმეტი დატვირთვისაგან.  ძირნაყარი ნაყოფი ცუდად ინახება,  აქვს არასასაქონლო შესახედაობა. ზოგჯერ ამ მიზეზით იკარგება მოსავლის დიდი ნაწილი. ამ პერიოდში ვარჯის დამუშავება აუქსინის შემცველი პრეპარატით, საგრძნობლად ამცირებს დანაკარგს. “კოლორინგი“ მცენარუული ნედლეულიდან გამოყოფილი აუქსინების დიდი შემადგენლობით გამოირჩევა და ახასიეთებს ნაყოფის ნაადრევად ცვენის შეჩერები უნარი.სასუქის შემადგენლობაშია კარბოჰიდრატების მდიდარი შემადგენლობა რაც მცენარეს ამ დროს დამატებითი ენერგიის წყაროდ ევლინება. აუქსინის ფიტოჰორმონები : აუქსინებს იყენებენ ბაყოფწარმოქმნის სასტიმულაციოდ და უთესლო ნაყოფის მისაღებად. ყველაზე ხშირად მას ამ მიზნით იყენებენ პამიდვრის, კიტრის, ბადრიჯნისა და ზოგიერთი სხვა კულტურების მოყვანისას სათბურებში, თუმცა შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენება ღია გრუნტის პირობებშიც, განსაკუთრებით ამინდის არახელსაყრელ პირობებში.  ბევრ ხეხილს (პირველ რიგში ვაშლისა და მსხლის ხეენს) ეწყება ნაყოფის ნაადრევი ცვენა. ძირნაყარი ნაყოფი ცუდად ინახება,  აქვს არასასაქონლო შესახედაობა. ზოგჯერ ამ მიზეზით იკარგება მოსავლის დიდი ნაწილი. ამ პერიოდში ვარჯის დამუშავება აუქსინშემცველი პრეპარატით საგრძნობლად ამცირებს დანაკარგს. პრეპარატის მოქმედება ნარჩუნდება დამუშავების დღიდან 2 კვირის განმავლობაში. მცენარეთა დამუშავება სანათური ბიო-თი   აგრეთვე ასუსტებს სუსხის უარყოფით გავლენას დასამწიფებელ მოსავალზე.  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე პერიოდულად იჩენს თავს გაზაფხულის სუსხი, რაც ბაღებს აყენებს მნიშვნელოვან ზარალს. იმისათვის, რომ არ მოხდეს აყვავებული ხეხილის დაზიანება სუსხის მიერ, უტარებენ შებოლვას, იყენებენ ლოკალურ გათბობას. მაგრამ ბრძოლის ეს მეთოდები ყოველთვის არ არის ეფექტიანი. კოლორინგი შეიძლება გამოდგეს ასეთ სიტუაციებშიც. ხეების შესხურება   პრეპარატით    შემოდგომაზე ყლორტების ზრდის დასრულებისა და სანაყოფე კვირტების ჩაყრის პერიოდში აფერხებს შემდეგი წლის გაზაფხულზე ყვავილობის პერიოდის დადგომას ვაშლისა და მსხლის ხეებისათვის 5-7 დღით, გარგარისა და ატმისათვის - 10 დღით. ამასთან ეს ხერხი აჩქარებს ნაყოფის დამწიფებას რამდენიმე დღით დამუშავების წელში.  პრეპარატ კოლორინგ-ის გამოყენების რეკომენდებული ნორმები     კულტურის დასახელება თესლის თესვისწინა დამუშავება მცენარეთა დასხურება გამოყენების ნორმები დამუშავების პერიოდი საშემოდგომო ხორბალი, საგაზაფხულო ხორბალი, შვრია            0,2-0,4 ლ/ჰა  მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება პარკოსნები                0,2-0,4 ლ/ჰა       მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება სიმინდი                0,2-0,4 ლ/ჰა        მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება მზესუმზირა             0,2-0,4 ლ/ჰა     მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება ჭარხალი: სუფრის, შაქრის, საკვები              0,2-0,4 ლ/ჰა   მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება რაფსი            0,2-0,4 ლ/ჰა         მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება ბოსტნეული            0,2-0,4 ლ/ჰა    მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება ვაზი, კენკროვანი კულტურები            0,2-0,4 ლ/ჰა   ვეგეტაციის განმავლობაში ხეხილი            0,2-0,4 ლ/ჰა   ვეგეტაციის განმავლობაში პრეპარატის მახასიათებლები: ზრდის მცენარეში შაქრიანობას; ასტიმულირებს  ნაყოფის შეფერილობის პროცესს; ზრდის ნაყოფის სიმკვრივეს; უმატებს  ნაყოფის ზომას; -ზრდის მოსავლის შენახვადობას; თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:  თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. ტოქსიკურობა:  მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას.  უსაფრთხოების წესები:  პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.  შენახვის პირობები:  შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით.  პირველადი დახმარება:  შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს. კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.  მყიდველთა საყურადღებოდ:  მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა
 
ფაუერი
 ფაუერი   კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი მოქმედი ნივთიერება:მრავალჯაჭვიანი პოლისაქარიდები პრეპარატული ფორმა:სითხე მწარმოებელი:შპს სანათურ საქართველო    ფაუერი – მულტიფუნქციონალური ნატურალური ადიუვანტი, შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას და გაახანგრძლივოს სასუქების,ფუნგიციდებისა და პესტიციდების მოქმქდქბის ვადა და აამაღლოს ეფექტურობა. მოქმედების მექანიზმი:   ფაუერი  წარმოადგენს შესანიშნავ, ნატურალურ მიმწებებელ ნივთიერებას. მისი წყალობით, პრეპარატების დიდი რაოდენობა რჩება მცენარეზე შესხურების დროს, სამუშაო ხსნარი ერთგვაროვნად  ნაწილდება ნებისმიერი ტიპის (ცვილით დაფარული ან შებუსული) მცენარის ზედაპირზე. აღწევს ფორებსა და ვიწრო განშტოებებში. ის გამორიცხავს პრეპარატების ჩამორეცხვას მცენარის ზედაპირიდან მორწყვის და წვიმის შემთხვევაშიც კი.  არბილებს მცენარის ცვილოვან კუტიკულას ეს ეხმარება სისტემურ, კონტაქტურ პრეპარატებსა და ფოთლიდან გამოკვების საშუალებებს მარტივად შეაღწიონ მცენარის ქსოვილებში. გამოყენების რეკომენდებული ნორმები  გამოყენების ნორმაა 100- 200 მლ/ჰა. პრეპარატის მახასიათებლები:    1. აუმჯობესებს სამუშაო ხსნარის მიკრობას უნიკალური ადჰეზიური და რეოლოგიური თვისებების წყალობით.  თანაბრად ანაწილებს სამუშაო ხსნარს ფოთლის ზედაპირზე. პესტიციდის დატანების დროს ძირითადი „სატრანსპორტო“ საშუალება არის წყალი, რომელიც დადებით ტემპერატურაზე და ქარიან ამინდში აქტიურად ორთქლდება და მცენარეზე ტოვებს პესტიციდების მშრალ ნაკვალევს. ეს ნარჩენები ცუდად შთაინთქმება მცენარეთა, მავნებელთა და დაავადებების გამომწვევთა მიერ. პრეპარატის გამოყენება საშუალებას იძლევა, გახანგრძლივდეს პესტიციდებისა და კვების ელემენტების ეფექტიანი ზემოქმედების პერიოდი, გაუმჯობესდეს მცენარეში მათი გავრცელების თანაბრობა. ამცირებს ქარის მიერ წვეთების გადაფერთხვისა და ნალექებით სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვის ალბათობას, აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და კვების ელემენტების შეტანის პირობებს, რაც იძლევა სამუშაო ხსნარში წყლის რაოდენობის შემცირების საშუალებას პრეპარატთა მოქმედების ეფექტის დაკარგვის გარეშე. მცენარეებზე თხელი მატარებელი აპკის ჩამოყალიბება თავიდან აგვაცილებს ფოთლებიდან წვიმის მიერ სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვას. ეს საშუალებას იძლევა, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და კვების ელემენტების შეტანის სამუშაოები ჩატარდეს პროგნოზირებული ნალექების წინაც კი.    იძლევა მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შემცირების შესაძლებლობას, იგი საშუალებას გვაძლევს, 20-30%-ით შემცირდეს პესტიციდების ხარჯვის ნორმები, ხოლო პესტიციდებით მცენარეთა დამუშავების ჯერადობა შემცირდეს ორზე მეტჯერ.     ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ესაა პრეპარატი ბიოლოგიური წარმოშობის მაღალეფექტიანი ნაერთების ბაზაზე, რომლებიც სრულად იშლება ნიადაგის სხვადასხვა ტიპების ბუნებრივი მიკრობული კომპლექსების მიერ 60-90 დღის განმავლობაში. არ აბინძურებს გარემოს. შესაძლებელია ერთობლივი გამოყენება ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის პრეპარატებთან ერთად. თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:  თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. ტოქსიკურობა:  მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას.  უსაფრთხოების წესები:  პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.  შენახვის პირობები:  შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით.  პირველადი დახმარება:  შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს. კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.  მყიდველთა საყურადღებოდ:  მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა
 
გლასი
გლასი გლასი ორგანული სასუქი-ინდუქტორი ფუნგიციდური მოქმედებით. ვაზი -  ვაზის დამბლა ანუ ესკა, არმელარიოზი, ფესვის სიდამპლე, ვაზის შავი ლაქიანობა, ყურძნის შავი სიდამპლე; ხეხილი - გომოზი, არმელარიოზი, ფესვის სიდამპლე; ბოსტნეული -  მშრალი სიდამპლე, ფიტოფტოროზი, სველი სიდამპლე, კარტოფილის შავი ქეცი. ციტრუსი - გომოზი, ფესვის სიდამპლე, არმილარიოზი. კენკროვანი, საფურაჟე და დეკორატიული მცენარეები - ფესვების სიდამპლე, ფუზარიოზი. შეიცავს თხევად  სილიციუმს და მცენარეულ ექსტრაქტებს. იგი გაშრობის შემდგომ თხელი დამცავი ფენით ფარავს მცენარის  ზედაპირს, მაღალი Ph-ის წყალობით  ანადგურებს სოკოების სპორებს და ჰიფებს , სოკოებზე მოქმედებენ უშუალოდ, ერევა სოკოვან უჯრედებში მიმდინარე ბიოქიმიურ რეაქციებში  და  ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ამ რეაქციებს აკონტროლებენ. .  ამკვრივებს კუტიკულს სილიციუმის  ეპიდერმული უჯრედის კედელში სილიციუმის შეყვანის გზით. ეს კიდევ უფრო ართულებს პათოგენების შეღწევას მცენარის ქსოვილში. ამის შედეგად ნაყოფი და ფოთლები ნაკლებად მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ და მნიშვნელოვნად მცირდება მოსავლის გაფუჭების რისკი.გლას-ის აქვს  მავნებელ მწერების მიმართ ინსექტიციდური და რეპელლენტური ეფექტურობა. გლასი არ ტოვებს ნარჩენებს მცენარეში და აბსოლუტურად არატოქსიკურია, რაც საშუალებას იძლევა  მოვიხმაროთ მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრე.   არ დაასხათ გლასი  ყვავილობის პერიოდში ან ყვავილობის ბოლოს. გარდა ამისა, ის არ უნდა მოვიხმაროთ ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს  და მზის პირდაპირ შუქზე.  გამოიყენება პოტას-ის, პიროქს-ის ,სოაპ-ის ,ლეცი-სთან ერთად. არ გამოიყენება ალსულფ-თან, აცეტიკ-თან გოგირდთან და შაბიამანთან  ერთად. დოზირება 2.0 მლ/1ლ წყალზე

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა
 
ალსულფი
ალსულფი      ალსულფი ორგანული სასუქი-ინდუქტორი ფუნგიციდური მოქმედებით, შეიცავს ალუმინის მარილებს და სპეციალურად მომზადებულ მცენარეულ ექსტრაქტს.უპირატესობები:ეფექტურია სოკოვანი დაავადებების და ბაქტერიოზის საწინააღმდეგოდ. ვაზი - ჭრაქი,სიდამპლე; ხეხილი - შავი ლაქიანობა,ქეცი,სიხუჭუჭე; ბოსტნეული -  ფიტოფტორა, სიდამპლე; ციტრუსი - ლიმონის ნერგების ფიტოფტოროზი, ნაყოფის ნაცრისფერი სიდამპლე; კენკროვანი და დეკორატიული მცენარეები - ნაცრისფერი სიდამპლე; საფურაჟე მცენარეები - ფუზარიოზი.   მოქმედების მექანიზმი: ალუმინის იონები იწვევს, სოკოვანი უჯრედების დაზიანებას, ახორციელება მათი ფერმენტების მოქმედების ინჰიბირებას, სუნთქვის პროცესების ჩაშლას და  არაპეციფიკური ცილის დენატურაციას, რაც ჯამში იწვევს სპორების და სოკოების ზრდის შეწყვეტას.ქმნის ფოთლის ზედაპირზე ალუმინის სულფატის და სამკურნალო მცენარეების დამცავ ფენას, რაც ხელს უშლის პათოგენების შეღწევას მცენარეში განკუთვნილია პროფილაქტიკური მკურნალობაისათვის, რეკომენდებულია გამოყენებული იქნას  პათოგენური სპორების გამრევლებამდე. მკურნალობებს შორის ინტერვალი 8-14 დღეა, რაც დამოკიდებულია ამინდის პირობებზე და დაავადებების მიერ მცენარეების დაზიანების ხარისხზე. ასტიმულირებს  და  იწვევს სოკოვანი და ბაქტერიული შეტევებისადმი მცენარის წინააღმდეგობის გაზრდას.ალსულფი  მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე. ეფექტურობის გაზრდის მიზნით ალსულფი  უნდა იქნას გამოყენებული სოკოების   საწინააღმდეგოდ აცეტიკთან,პიროქს-ისთან,ლეცი-სთან,გოგირდთან ერთად. არ შეიძლება მისი გამოყენება პოტას-ისთან,გალას-ისთან და შაბიამანთან ერთად. ალსულფი არ ტოვებს ნარჩენებს მცენარეში და აბსოლუტურად არატოქსიკურია, რაც საშუალებას იძლევა  მოვიხმაროთ მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრეც. არ დაასხათ ალსულფი  ყვავილობის პერიოდში ან ყვავილობის ბოლოს. გარდა ამისა, ის არ უნდა მოვიხმაროთ ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს  და მზის პირდაპირ შუქზე.  დოზირება 2.5გრ/1ლ წყალზე

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა
 
პოტასი
  პოტასი   პოტასი ორგანული სასუქი- ინდუქტორი ფუნგიციდური მოქმედებით. ვაზი, ხეხილი, ბაღჩეული კულტურები, კენკროვანი, საფურაჟე და დეკორატიული მცენარეები - ნაცარი; პარკოსანი კულტურები, დეკორატიული და კენკროვანი მცენარეები - ჟანგა; საფურაჟე მცენარეები - ჟანგა, გუდაფშუტა; ბოსტნეული კულტურები  -  კარტოფილის ყვითელი ანუ მკრთალი ლაქიანობა, ჟანგა; ციტრუსი - ციტრუსოვანთა ფსოროზისი. შედგება კალიუმის ანტიბაქტერიული მარილებისა და სამკურნალო მცენარეებისაგან.მას მოქმედების რამდენიმე რეჟიმი აქვს. იგი ახდენს მიცელის ტექსტურის ზრდის შეფერხებას, რამდენიმე ბუნებრივი ფაქტორის ურთიერთქმედების მეშვეობით,  pH-ისა და ოსმოსური წნევით. მაღალი ph-ის წყალობით იგი აფერხებს სოკოვანი სპორების სიცოცხლისუნარიანობას. ამავდროულად პოტას– სი  ახდენს მიკრობული ტექსტურის გაუწყლოებას და ცილის სინთეზის დარღვევას, რაც იწვევს მგრძნობიარე სოკოების სპორების და მიცელიის სრულ განადგურებას. ვინაიდან პოტას– სი მუშაობს მრავალგანზომილებით, არ არსებობს საშიშროება, რომ  მის მიმართ ჩამოყალიბდეს შეგუადობა  ხშირი გამოყენების შემთხვევაშიც  კი.ეფექტურია   თუ იგი პროფილაქტიკურად გამოიყენება. პოტას– სი   მუშაობს დაბალ ტემპერატურაზეც. მაღალი ეფექტურობის მისაღწევად იგი  უნდა იქნას გამოყენებული სოკოების    საწინააღმდეგოდ გლას-ისთან,  პიროქს-იდთან,ლეცი-სთან, და სპილენძთან  ერთად.არ შეიძლება მისი გამოყენება ალსულფ-თან და აცეტიკ-თან, გოგირდთან ერთად. პოტას– სი   არ ტოვებს ნარჩენებს მცენარეში და აბსოლუტურად არატოქსიკურია, რაც საშუალებას იძლევა  მოვიხმაროთ მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრეც. დოზირება 3.0 გრ/1ლ წყალზე    

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა
 
აცეტიკი
 აცეტიკი აცეტიკი ორგანული სასუქი-ინდუქტორი ფუნგიციდური მოქმედებით. ვაზი - ჭრაქი, ბაქტერიული კიბო; ხეხილი - ხეხილის ბაქტერიული დაწვა, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი; ბოსტნეული - ჭრაქი, ბაქტერიოზი, ფიტოფტორიოზი, ქეცი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი; ბაღჩეული - ჭრაქი, ბაქტერიოზი; კენკროვანი, დეკორატიული მცენარეები - ფოთლების ლაქიანობა; ციტრუსი - ციტრუსის ბაქტერიული კიბო, ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი. შეიცავს ორგანულ მჟავას და სპეციალურად მომზადებულ მცენარეულ ექსტრაქტს. ეფექტი გამოწვეულია მჯავამმოლეკულებით, რომელიც ინაქტივირებს  სოკოვან სპორებს,მოქმედებენ სოკოების შესაბამის ფერმენტებზე, ხელს უშლის მათში ქიტინის(გარსის) წარმოქმნას.ეფექტურია   თუ იგი პროფილაქტიკურად გამოიყენება. აცეტიკი მუშაობს დაბალ ტემპერატურაზეც. მაღალი ეფექტურობის მისაღწევად აცეტიკი  უნდა იქნას გამოყენებული სოკოების    საწინააღმდეგოდ ალსულფ-თან,  პიროქს-იდთან,ლეცი-სთან,გოგირდთან  ერთად.აცეტიკი აგრეთვე ეფექტურია ფაროსანების,ბუგრებისა და სხვა მავნებელი მწერწბის  წინააღმდეგ როგორც რეპელლენტი და ინსექტიციდი.არ შეიძლება მისი გამოყენება პოტას-ისთან, გლას-ისთან, სპილენძის პრეპარატებთან ერთად. აცეტიკი არ ტოვებს ნარჩენებს მცენარეში და აბსოლუტურად არატოქსიკურია, რაც საშუალებას იძლევა  მოვიხმაროთ მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრეც. დოზირება 1.4 მლ/1ლ წყალზე

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა